გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის მერია სატელეფონო საუბრებისთვის 60 000 ლარს ხარჯავს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ პირებზე სატელეფონო ხარჯებისთვის  მიმდინარე  წელს 60 000 ლარია განსაზღვრული. სატელეფონო მომსახურებისთვის მერიამ კონსოლიდირებული ტენდერი ჩაატარა. რომლის საფუძველზე 2015 წლის იანვარში ერთწლიანი სატელეფონო მომსახურების გაწევა შპს მაგთიკომს დაევალა.  
მერიამ ამ დროითვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შპს მაგთიკომს  აღნიშნული მომსახურებისთვის უკვე სამჯერ (25 მარტს - 3. 414, 21 ლარი; 31 მარტს -171 ლარი და 27 აპრილს - 3 537, 85 ლარი ) 7 122 ლარი გადაურიცხა. 
ინტერნეტ მომსახურება, როუმინგი, SMS, MMS - ამ და სხვა მომსახურებას სთავაზობს მაგთიკომი თვითმმართველობას 60 ათასი ლარის სანაცვლოდ. 
მაგთიკომის მომსახრება უცვლელი იყო გასულ წელსაც. თუმცა, მერიამ  აღნიშნული სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის 2014 წელს (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენების პერიოდი) მიმდინარე წელს განსაზღვრულ თანხაზე 43 000 ლარით მეტი დახარჯა (103 000 ლარი ).
ქუთაისის მერიამ  შპს მაგთიკომთან  სატელეფონო მომსახურებისთვის კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე 2014 წელს ხელშეკრულება ორჯერ გააფორმა.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული პირებიდან ვის რამდენი ერიცხება ყოველთვიურად მობილურზე სასაუბროდ და რა საჭიროებითვის იყენებენ აღნიშნულ ლიმიტს?  ნახეთ "ქუთაისიპოსტზე" დღეს 14 საათზე.

თეკლე მორგოშია


Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
პანდემიის პირობებში, ქუთაისის მერიის
გადაწყვეტილება, 100 000 ლარი გადაიხადოს ფაშიზმზე გამარჯვების
მონუმენტის ერთ–ერთ ფიგურაში, მისი არასწორი მენეჯმენტის ყველაზე
ნათელი მაგალითია.
13:14 / 30.12.2020
პანდემიის პირობებში, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილება, 100 000 ლარი გადაიხადოს ფაშიზმზე გამარჯვების მონუმენტის ერთ–ერთ ფიგურაში, მისი არასწორი მენეჯმენტის ყველაზე ნათელი მაგალითია.
ქუთაისში  საახალწლო
ნობათის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში,  ერთი კვირის
დაფუძნებულმა კომპანიამ  გაიმარჯვა.
15:32 / 08.11.2019

ქუთაისში  საახალწლო ნობათის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში,  ერთი კვირის დაფუძნებულმა კომპანიამ  გაიმარჯვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.