გამჭვირვალე თვითმმართველობა
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა, ევროკავშირისგან, ორ წელში, 2 მილიონ 409 263 ლარი მიიღო
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.

ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის "უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის განვითარებისთვის გასცემენ
.

ბაღდათის მუნიციპალიტეტმა, ევროკავშირისგან, სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, ორ წელში (2020-2021), 2 მილიონ 409 263 ლარი მიიღო.

აქედან, 932 270 ლარით დააფინანსა, სოფელ ვარციხეში, ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტსა და რეგიონში მოეწყო ბიზნეს ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა. შენობაში განთავსდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, სადეგუსტაციო და საგამოფენო სივრცეები და შეხვედრების (საკონფერენციო) ადგილი. ამასთან, მოეწყო მცირე საოფისე და საწარმოო ფართები ახალი და არსებული ბიზნეს ობიექტებისთვის.



ამასთან, ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა ბაღდათის მუნიციპალიტეტში საოჯახო ღვინის მარნებთან მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. აღნიშნულისთვის ევროკავშირმა 1 204 032 ლარი გამოყო.

პროექტი ადგლობრივი ბიზნეს განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობდა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის 7 ტერიტორიულ ერთეულში, 14 საოჯახო ღვინის მარანთან მისასვლელი საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათებებისა და საპარკინგე ადგილების მოწყობა განხორციელდა.

ევროკავშირმა 272 961 ლარით დააფინანსა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების მიმართულებით სოფელ დაფენილში, სოფ. I ობჩაში, სოფ.როკითში, სოფ.ფერსათსა და სოფ.წითელხევში ვიზიტორებისათვის შესვენების ადგილის მოწყობის სამუშაოებიც.

განხორციელებული პროექტებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ მოწესრიგებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა მიიღო.

"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიციირა. პირველი მოსმენით კი, 17 აპრილს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.

კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.

ფოტო: ფეისბუქ გვერდი - ბაღდათის ზეცა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
16:08 / 26.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
12:23 / 23.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.