გამჭვირვალე თვითმმართველობა
მუნიციპალური ავტობუსები ქუთაისში - შეძენილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.

ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის "უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც , ქვეყნის განვითარებისათვის გასცემენ.


ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანაზე საუბარი „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო, თუმცა აღნიშნულის განხორციელება დაპირებიდან მხოლოდ 8 წლის შემდეგ შეძლო, ისიც დონორის დახმარებით.

2020 წლის ნოემბრამდე ქალაქს ძველი, ამორტიზებული ტრანსპორტი ემსახურებოდა.

თანამედროვე, „ევრო 5“-ის ტიპის 60 ერთეული ავტობუსი კი ქუთაისმა „მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შეიძინა.

ხაზგასასმელია, რომ ეს პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში სატრანსპორტო სისტემის განახლება სწორედ EBRD-ის ფულით მოხერხდა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან სესხზე დასტური მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს მიიღო.

ქუთაისისთვის 60 ერთეული ავტობუსის საფასური 6 814 618 ევროთი განისაზღვრა. აქედან 1 032 518 ევრო ფონდმა მუნიციპალიტეტს გრანტის სახით მისცა, ხოლო დანარჩენი 5 775 100 ევრო (23 100 400 ლარი) მერიამ ვალად აიღო.

ქუთაისის გარდა, "მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამი" ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ახალი ავტობუსები კიდევ 5-მა მუნიციპალიტეტმა: თელავმა, ფოთმა, გორმა, ზუგდიდმა და რუსთავმა შეიძინა. 175 ერთეული თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების შესყიდვისთვის EBRD-მა საერთო ჯამში 18.7 მილიონი ევრო გამოყო.

2 წლის წინ ასევე ევროკავშირის დაფინანსებით ჩამოიყვანა ქუთაისმა 10 მიკროავტობუსიც, რომელიც დღეს ქალაქის რთული რელიეფის მქონე უბნებში მოძრაობს.

მიკროავტობუსის შეძენა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, "საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში მოხდა. აღნიშნულისთვის ევროკავშირმა 1 449 380 ლარი გამოგვიყო.

"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიცირა. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.

კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:27 / 27.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
16:08 / 26.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.