გამჭვირვალე თვითმმართველობა
ასსაფეხურიანი კიბეები - ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტი
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო. 

ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის "უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად  ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც , ქვეყნის განვითარებისათვის გასცემენ


ქუთაისის ერთგვარი სავიზიტო ბარათის, ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციის განხორციელება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც პროექტი ევროკავშირმა სრულად დააფინანსა. 

მანამდე, ამორტიზებული კიბეების რეკონსტრუქციის დაპირება წლიდან წლამდე, ბიუჯეტიდან ბიუჯეტში გადადიოდა. მერია 2018 წლიდან, ყოველ წელს ირწმუნებოდა, რომ სამუშაოებისთვის საკმარისი თანხა, ერთი მილიონი ლარი ჰქონდა მობილიზებული, თუმცა ადგილობრივ ბიუჯეტში კიბეების სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ფინანსები ვერ გამოიძებნა. საბოლოოდ, მერიამ პროექტი, დაფინანსების იმედით, ევროკავშირის საგრანტო კონკურსზე გაიტანა. 

შესაბამისად, კიბეების რეკონსტრუქცია ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, რის შემდეგაც მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

ასსაფეხურიანი კიბეების რეკონსტრუქციისთვის 741 098 ლარი დაიხარჯა. 

"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიცირა. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.

კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
Print