გამჭვირვალე თვითმმართველობა
იმედგაცრუებები და კრიტიკა „ნაყოფიერი წლის“ ფონზე ხონის მუნიციპალიტეტში
FaceBook
"ვერ არის საქმე კარგად. მეგონა მეტს გააკეთებდნენ.ცხოვრების დონე როგორიც იყო წინა ხელისუფლების დროს,ისეთივე არის ახლა,უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა", - აღნიშნავს ხონის მცხოვრები ომარ მანაგაძე.

ამ შეფასებას არ ეთანხმება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე.
"ბოლო ერთი წელი ძალიან ნაყოფიერი და მოსახლეობაზე მაქსიმალურად მორგებული იყო", -აღნიშნავს მებუკე.
გამგებელი კონკრეტულ საქმეებზე აქცენტირებს დამიუთითებს, რომ ქალაქ ხონში წლების შემდეგ პირველად მოხდა შიდა გზების მოასფალტება. სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის, სამუსიკო სკოლის შენობის, სათნოების, მადლიერების სახლების რეაბილიტაცია. გამგებელი საუბრობს სოციალურპაკეტებზეც და ქრონიკულ დაავადებებზე, რომელთა მქონე პაციენტებს გამგეობის სოციალური სამსახური ყოველთვიურად ეხმარება.
"თუმცა ყველაზე დიდ მიღწევად მაინც ქალაქ ხონის გაზიფიცირებას ვთვლი, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. უკვე დასრულდა კუხის თემის, მათხოჯის თემის, გოჩა ჯიხაიშის, პატარა ჯიხაიშის, აფხაზეთიდან დევნილთა დასახლების სრული გაზიფიცირება",- აღნიშნავს ხონის გამგებელი.
ხონში რიგი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების განხორციელების ფაქტებს არ უარყოფენ ოპოზიციის, კერძოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. თუმცა აზუსტებენ, რომ ბევრი ეს პროექტი წინა ხელისუფლების დროს იყო დაგეგმილი და დაწყებული.
"იგივე გორდის კანიონის პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ არის დაფინანსებული. ჩვენს დროს გაკეთდა ბევრი რამ და ახლაც გრძელდება ეს პროექტი. სამჯერ გახსნა ახალმა ხელისუფლებამ, თითქოს მათი გაკეთებული იყო. ან გზა, კინჩხის წყალვარდნილის მიმართულებით, ესეც ამ პროექტის ნაწილია. ინფრასტრუქტურული ბევრი პროექტები წინა ხელისუფლების დროს იყო დაგეგმილი და გრძელდება, ტრანსფერით გვეკუთვნის ეს თანხებიდ ა ვერავინ წაგვართმევდა. მაგრამ, რომ ვთქვათ რაიმე სიახლე გააკეთა ახალმა ხელისუფლებამ ასეთი არაფერია",- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი,"ნაციონალური მოძრაობის"წარმომადგენელი დავით ჭავჭანიძე.
ჭავჭანიძე მიუთითებს ხონის გამგეობაში არსებულ ბიუროკრატიაზე, რომელიც მოსახლეობას ბარიერს უქმნის.
" ხონის გამგებლამდე რომ მიაღწიო ორი ეტაპი მაინც უნდა გაიარო, თანაშემწე, მდივანი და მერე შეიძლება მოხვდე გამგებელთან", - აღნიშნვს დეპუტატი.
საპირისპიროს ამტკიცებენ ხონის გამგეობაში და მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მოქალაეებთან ხელმძღვანელი პირების გასვლით შეხვედრებზე მიუთითებენ.
"ჩვენი მიზანია ბევრად უფრო გამჭირვალე გავხადოთ თვითმმართველობის მუშაობა, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, რათა მუნიციპალიტეტის საჭირბოროტო საკითხები გადაწყდეს ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩართულობით.. მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების გათვალისწინებით დაიგეგმა სხვადასხვა მიმართულებების 76 პროექტი, მათი ნაწილი უკვე დასრულებულია", - აღნიშნავენ გამგეობაში.
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 6 568 300 ლარია. რეგიონალური განვითარების ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტისთვის 1 636 800 ლარია გამოყოფილი. როგორც ხონის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, ინფრასტრუქტურულ პროექებზე 600 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. რომელთა ნაწილი მუნიციპალიტეტების სოფლებში მშენებლობებს მოხმარდება. ხონში 12 ადმინისტრაციული ერთეული და 40 სოფელია.
მუნიციპალიტეტში 12 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, მათაგან შედგა 6 აუქციონი, რა გზითაც გაიყიდაწიგნებისა და პრესის ჯიხური, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ყოფილ შენობაში 4 ფართი და ყვავილების შენობა.
XXX
ოპოზიცია მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებიდან ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, რომელიც, მათი თქმით,ბოლო ხანში კიდევ უფრო გაიზარდა,განაკუთრებით,გამგეობაში ატესტაციის ჩატარებისშემდეგ.
"ძირითადად ადამიანები დასაქმებული იყვნენსახელმწიფო სტრუქტურებში. ვინც დასაქმებული იყო მათი დიდი ნაწილი გაათავისუფლეს.ყველა მათგანი პოლიტიკური ნიშნითაა გათავისუფლებული. არ ვგულისხმობ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ისინი უნდა წასულიყვნენ, ვსაუბრობ რიგითთანამშრომლებზე. რომელთაც გაიარეს გამოცდები,მიიღეს მაღალიშეფასებები და გასაუბრების შემდეგ გაუშვეს. სამსახურებიდან 80-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული", - ამბობს ჭავჭანიძე.
აღნიშნულ შეფასებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ხონის გამგეობაში. "ოპონენტების ბრალდებას, თითქოსდა პოლიტიკური ნიშნით ვინმეს ვათავისუფლებთ ან ვნიშნავთ თანამდებობაზე სიცრუეა. საატესტაციო კომისია ჩვენგან დამოუკიდებლად მუშაობს", - განმარტავს ჯემალ მებუკე.
ხონის მუნიციპალიტეტიდან მოწოდებული ინფრომაციის თანახმად,გამგეობასა და საკრებულოში120 საჯარო მოხელეა დასაქმებული. მათ შორის 113 კონკურსის შემდეგდანიშნული ხალხია, ხოლო ატესტაცია გაიარა და ძველ პოზიციზე დარჩა 7 საჯარო მოხელე.
გაცილებით მეტი თანამშომელი ყავს ხონის მუნიციპალიტეტების ააიპ-ებს. ხონში18 ააიპ-ია, სადაც 630 ადამიანია დასაქმებული.
ხონის მუნიციპალიტეტში წელს პრემიებიც გაიცა ჯამში 101375 ლარი, შარშან გაცემულიპრემიების რაოდენობა 346449 ლარს შეადგენდა.

მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის -"სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში , ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" პოზიციას.
"ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის"


Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
პანდემიის პირობებში, ქუთაისის მერიის
გადაწყვეტილება, 100 000 ლარი გადაიხადოს ფაშიზმზე გამარჯვების
მონუმენტის ერთ–ერთ ფიგურაში, მისი არასწორი მენეჯმენტის ყველაზე
ნათელი მაგალითია.
13:14 / 30.12.2020
პანდემიის პირობებში, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილება, 100 000 ლარი გადაიხადოს ფაშიზმზე გამარჯვების მონუმენტის ერთ–ერთ ფიგურაში, მისი არასწორი მენეჯმენტის ყველაზე ნათელი მაგალითია.
ქუთაისში  საახალწლო
ნობათის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში,  ერთი კვირის
დაფუძნებულმა კომპანიამ  გაიმარჯვა.
15:32 / 08.11.2019

ქუთაისში  საახალწლო ნობათის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში,  ერთი კვირის დაფუძნებულმა კომპანიამ  გაიმარჯვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.