გამჭვირვალე თვითმმართველობა
მილიონობით ლარის შეწყვეტილი ხელშეკრულებები და ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები
FaceBook

ქუთაისის მერიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ტენდერის გზით გამარჯვებულ  13 კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა.



საუბარია  იმ ორგანიზაციებზე, რომლებთანაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი დოკუმენტი სხვადასხვა სამუშაოს განხორციელების სანაცვლოდ  გააფორმა.

 

ჯამში,  მერიამ   2 348 057.15 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიების მიერ ჩასატარებელი სამუშაოების  ნაწილი გადავადდა,  ნაწილი არაჯეროვნად შესრულდა, ხოლო ნაწილის  განხორციელება დღემდე მიმდინარეობს.


ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულების გაწყვეტა კონკრეტულ ტენდერში გაწერილი  პირობების შეუსრულებლობის გამო მოხდა.

ერთ-ერთი კომპანია, ვისთან თანამშრომლობაზეც მერიამ უარი თქვა, შპს „ჯეო სერვისია“, რომელსაც  ტაბიძის ქუჩაზე გზის რეკონსტრუქცია აგვისტოს თვეში უნდა დაესრულებია, თუმცა, სამუშაოები მიატოვა. ამის შემდეგ მერიამ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა. ტაბიძის ქუჩაზე დაგეგმილ სამუშაოებს ახლა  შპს „პლადა“ ახორციელებს.



შპს „ჯეო სერვისი“  თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა.  ორგანიზაციამ ქუთაისში ტაბიძის ქუჩის გზის საფარის მოწესრიგების პასუხისმგებლობა ტენდრის გზით მოიპოვა. ხელშეკრულება  მხარეებს შორის მიმდინარე წლის 20 მარტს 1 მილიონ  077 ლარზე  გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით,  სამუშაოების დასრულების ვადად  18 ივლისი განისაზღვა.  თუმცა, მოგვიანებით  (2 მაისს) კომპანიამ თანხის გაზრდა  (86 054 ათასი ლარი) და სამუშაოების 7 აგვისტომდე გადავადება მოითხოვა, რაზეც  მერია დათანხმდა და ხელშეკრულებაშიც  ცვლილება შეიტანა. ამ შეთანხმებიდან  დაახლოებით ერთ თვეში კი,  ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება  გაწყვიტა და ახლი  ტენდერი გამოაცხადა. კომპანია კი   126 000 ლარით დააჯარიმა.


ანალოგიურად მერიის მიერ მოხდა ხელშეკრულების გაწყვეტა თეთრი ხიდის სარემონტო სამუშაოებზე პასუხისმგებელ კომპანიას „ალმა რუსთანაც“.


მერია კომპანიას სამუშაოს ვადების დარღვევასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას ედავება. მათ შორის, საუბარია 9 მსუბუქ, ჩამოსაჯდომის ფუნქციის მქონე დეკორაციაზე, რომელიც ხიდზე უნდა განთავსებულიყო, რაც კომპანიისთვის სამუშაოების ვადისა და ხელშეკრულების თანხის 23 000 ლარით გაზრდის მიუხედავად, ამ დრომდე არ გაკეთებულა.


საბოლოო ჯამში,  ქუთაისის მერიამ კომპანიას ხელშეკრულება  სწორედ მაშინ გაუწყვიტა, როცა  სამუშაობების დიდი ნაწილი უნდა დასრულებულიყო.

ირკვევა, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების  გაწყვეტა სულ არაა კავშირში კომპანიის არაჯეროვან შესრულებასთან და ამაზე პასუხმგებლობა მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობაზეა.   მაგალითად, მერიამ  შპს „ლიზის“  მხოლოდ იმის გამო  გააუქმა შეთანხმება, რომ ის ადგილი, სადაც კომპანიას დროში დგარი უნდა  დაედგა  საკმარისად შესწავლილი არ იყო.  ტერიტორიის შესწავლა კი მერიის კომპეტენცია გახლდათ.


რა ამბობს  კომპანია

ქუთაისის მერიის  მიერ ხელშეკრულების გაწყვეტას არ ეთანხმებოდა კომპანია „ალმა რუსი“,  რომელიც აცხადებდა, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობა უსამართლოდ მოექცა.

"სამუშაოების 95% რომ შესრულებულია, ხელშეკრულება რატომ უნდა შეწყვიტო? მე ვერ აღმოვფხვრიდი ხარვეზებს? ამისთვის აცხადებენ ტენდერს? თუ სადმე ჟანგი გამოვიდა, გადავფხიკავდი და გავაკეთებდი მე უფულოდ.  ამის გარდა, როდესაც ხელშეკრულება დასრულდებოდა, 10 წელი პასუხისმგებელი ვიყავი ხიდზე",– აცხადებდა მაშინ „ალმა რუსის“ წარმომადგენელი,  მერაბ გაბუნია.

ახლა კი კომპანიაში ზარებს არ პასუხობენ. იგივე მიზეზით  უცნობია, „ჯეო სერვისის“ წარმომადგენლების  პოზიცია  მერიის მიერ მათთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტაზე.



მერიის  პასუხი

ქუთაისის მერიის  საფინანსო და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე თიკო ბერიშვილი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევისგან ვერც  ქუთაისი და ვერც სხვა  მუნიციპალიტეტი დაზღვეული ვერ იქნება.

„სამწუხაროდ,  ასეთი ფაქტები არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ,   ყველა მუნიციპალიტეტში ხდება. მაგრამ  ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვა არის არასწორად გამოცხადებული“, - ამბობს თიკო ბერიშვილი.

ის ამბობს, რომ  ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა მართალია თანხის მიხედვით ხდება,  თუმცა, ირწმუნება, რომ  მერია კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებადე  მათ საქმიანობას სწავლობს.

„თეთრ სიაში ყოფილა ესა თუ ის კომპანია, მაგრამ სამუშაოები არაჯეროვნად შეუსრულებია.  რის გამოც, ხელშეკრულება  გაგვიწყვეტია. ეს არის უკვე კომპანიების კეთილსინდისირების საკითხი“,- აღნიშნავს ის.



###

„სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებულ კომპანიებთან მუნიციპალიტეტების  მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხი  კომპლექსურია“- ასე მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო კულტურის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარეს კოტე  კანდელაკს.

„ეს არის კომპლექსურ საკითხი,რომელიც  პრობლემურია არა მხოლოდ ქუთაისში,  არამედ,  ქვეყნის მასშტაბით.  აქ მთავარი პრობლემა არის თავად სააგენტოს პირობები, რომელიც მხოლოდ თანხით ვაჭრობს  და არ უყურებს კომპანიის გამოცდილებას“, -ამბობს კოტე კანდელაკი.

არამთავრობო ორგანოზაციების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ხელშეკრულების  დადებამდე მერიამ კარგად უნდა შეისწავლოს კომპანიის საქმიანობა და ასევე, უნდა გამკაცრდეს ტენდერში მონაწილოების პირობები.



ამავე თემაზე:

არშემდგარი ტენდერები და ქუთაისის ბიუჯეტიდან დაკარგული ფული

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში  საახალწლო
ნობათის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში,  ერთი კვირის
დაფუძნებულმა კომპანიამ  გაიმარჯვა.
15:32 / 08.11.2019

ქუთაისში  საახალწლო ნობათის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში,  ერთი კვირის დაფუძნებულმა კომპანიამ  გაიმარჯვა.







2018 წელს ქუთაისში დაპირება უფრო მეტი იყო, ვიდრე შესრულებული
სამუშაოები.
13:20 / 29.12.2018
2018 წელს ქუთაისში დაპირება უფრო მეტი იყო, ვიდრე შესრულებული სამუშაოები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
კატო მიქელაძე ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურაა საქართველოში ქალთა ემანსიპაციის მოძრაობაში,მისი აქტივიზმით, პირდაპირობით და გაბედულებით.
რა შესაძლებლობები არსებობს ქუთაისში ახალგაზრდების დასაქმების კუთხით? რამდენად ახერხებენ სტუდენტები სწავლისა და მუშაობის შეთავსებას?
შეპირებული პროპორციული არჩევნების პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდნას, იმავე დღეს კალაძის ჟესტს მომიტინგეების მისამართით ინტერნეტშ სხვადასხვა რეაქციები მოყვა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პროპორციული წესით არჩვნების კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკაშვირებით განცხადებას აკეთებს.
დღეს, 14 ნოემბერს,  ქუთაისში,  მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება.
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
„მაგარი იქნება“,-ასე პასუხობს ქუთაისის მერი შეკითხვას 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამშენებლო ობიექტიდან ორი კვირის წინ გადმოვარდნილი მუშა, გარდაიცვალა.