გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობის ანგარიში აუდიტის დასკვნაში
FaceBook
ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიანი მუშაობა დამოუკიდებელმა აუდიტმა შეამოწმა.
შპს "ელიტაუდიტმა" წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა 6 მიმართულებით შეისწავლა.

აუდიტორულ კომპანიას ყველაზე მეტი შენიშვნა უცხოური დელეგაციების მიღება-გამასპინძლებისთვის გაწეული ხარჯების ნაწილში აქვს.

დასკვნის მიხედვით, 2014 წლის 15 ივნისიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე, ქუთაისის საკრებულოს უცხო ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრების ვიზიტები ჯამში, 53 268 ლარი დაუჯდა. თუმცა, საკრებულოს აპარატი ხშირ შემთხვევებში ამ მიზნით გაწეულ ხარჯებზე დოკუმენტაციას არ ადგენდა და უფრო მეტიც, ზოგჯერ იმ სტუმრების ვინაობაც კი არ იყო მითითებული, ვისაც ქუთაისის საკრებულო ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით უმასპინძლდებოდა.

აუდიტორულ კომპანიას შენიშვნები, ასევე, აქვს საკრებულოს ავტოპარკთან მიმართებაში. დასკვნის მიხედვით, მე-5 მოწვევის საკრებულოს ბალანსზე 3 ერთეული ავტომობილი ირიცხებოდა, ხოლო, თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებს პირად საკუთრებაში 10-ზე მეტი ავტომობილი ჰყავდათ. თუმცა, საკრებულში საჭიროების მიხედივით არ იყო დარეგულირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, მათზე საწვავის გაცემის ლიმიტი, სარემონტო და სხვა მოვლა-შენახვის ხარჯები.

აუდიტის მიერ შესწავლილ პერიოდში საკრებულომ 52 დასახელების 83 645,79 ლარის ღირებულების ტექნიკა შეიძინა. ამასთნავე, როგორც ირკვევა, მითითებული ლენოვო-ს ფირმის 4 ნოუთბუქის ნაცვლად, კომპანიას ადგილზე ამავე რაოდენობის, მაგრამ HP -ს ფირმის ნოუთბუქები დახვდა, რომელიც აპარატმა მერიას გაუცვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორულმა კომპანიამ მიიჩნია, რომ საკრებულო ტექნიკის აღიცხვასა და განკარგვაზე კონტროლს სათანადოდ არ უზრუნველყოფდა.

"ელიტაუდიტს" შენიშვნები, ასევე, აქვს საკრებულოს აპარატის თანამშრომლების რაოდენობაზე. კერძოდ, დასკვნის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა რაოდენობა იცვლებოდა. კერძოდ, 2015 წელს საკრებულოს 53 თანამშრომელი ყავდა, 2016 წელს მათი რაოდენობა ერთით შემცირდა, ხოლო, 2017-ში კვლავ 53 გახდა.

აუდიტორულმა კომპანიამ მიიჩნია, რომ საკრებულოს უნდა შეემუშავებია ერთიანი საკადრო პოლიტიკა და სწორად განესაზღვრა საჭირო შრომითი რესურსი.

შპს "ელიტაუდტი" ქუთაისის საკრებულომ ტენდერის გზით შეარჩია  და ამისთვის 2 500 ლარი გადაიხადა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
16:20 / 16.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.