გამჭვირვალე თვითმმართველობა
"ქუთაისის საკრებულოს 7 ყოფილი დეპუტატი ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა" -TI-ს ანგარიში
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობა შეისწავლა.
ანგარიშის ავტორთა თქმით, განსაკუთრებით სუსტი იყო წარმომადგენლობითი ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია. კერძოდ,
დეპუტატები არ გამოთქვამდნენ ინიციატივას დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის შესახებ, რომელიც მათ საქმიანობას შეისწავლიდა. ეს უფლება საკრებულოს წევრებმა მხოლოდ ერთხელ, 2017 წლის 21 ოქტომბერს გამოიყენეს.

ასევე,  დეპუტატებს სხდომებზე არც ერთხელ არ დაუბარებიათ საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების წარმომადგენლები, ნაკლები სიხშრით იყენებდნენ სხდომებზე შეკითხვების დასმის და სიტყვით გამოსვლის უფლებას. დეპუტატები სხდომებსაც ხშირად აცდენდნენ.

ანგარიშში მოხვდა წინა მოწვევის  საკრებულოში "ქართული ოცნების" 7 დეპუტატი, რომლებიც  ბიზნესსაქმიანობას ეწეოდნენ, თუმცა, მათი  ნაწილი ქონებრივ დეკლარაციას სრულყოფილად არ ავსებდა.

დეკლარაციაში საკუთარი ბიზნესწილების შესახებ არ მიუთითა მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა და საკრებულოს დეპუტატებმა: თეიმურაზ ნადირაძემ და ირმა პეტრიაშვილმა. ხოლო, მე-5 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ახალი მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ დეკლარაცია არასრულად შეავსო.

ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოში ბიზნესსაქმიანობას, ასევე, ეწეოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ყანჩელი და საფინანსო-სარევიზიო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ლელა ქელბაქიანი. ორივე მათგანმა ქონებრივი დეკლარაცია სრულყოფილად შეავსო.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში პრობლემურ საკითხად, ასევე, გამოიკვეთა საკრებულოში გენდერთა საბჭოს არარსებობა.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, არამხოლოდ, საკრებულოს დეპუტატების აქტიური ჩართულობა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში, არამედ, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
16:20 / 16.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.