ქუთაისში ბიზნესის კვლევის შედეგები ორ თვეში გახდება ცნობილი
FaceBook
არის თუ არა სეიფი ნომერში, სპორტული მოედანი, ღამის კლუბი, დისკოთეკა, საბანკეტო დარბაზი, მონაწილეობთ თუ არა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში - ეს სასტუმროთა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებისთვის განკუთვნილი კითხვარების არასრული ჩამონათვალია.


ქუთაისის მერია ქალაქში არსებული ბიზნესობიექტების შეწავლას ახორციელებს. მერიის ეკონომიკური განვითარებისა  და ადგილობრვი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის მიერ შედგენილი კითხვარები რამდენიმე სეგმენტად არის დაყოფილი. ბიზნეს საწარმოს თითოეული სეგმენტისთვის განსახვავბეული კითხვარებია გათვალისწინებული.
მაგალითად, გაქვთ თუ არა ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის, არის თუ არა სეიფი ნომერში, სპორტული მოედანი, ღამის კლუბი, დისკოთეკა, საბანკეტო დარბაზი, მონაწილეობთ თუ არა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში - ეს სასტუმროთა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებისთვის განკუთვნილი კითხვარების არასრული ჩამონათვალია.
ტურისტული სააგენტოებისა და ტურ-ოპერატორების ბიზნესისთვის შემდეგი შეკითხვებია გათვალისწინებული - რამდენია დასაქმებული პერსონალი, საშუალო ხელფასის ოდენობა, სერვისის სახეები, მონაწილეობთ თუ არა საერთაშიროს ტურისტულ გამოფენებში.
ჯამში ბიზნეს სწარმოებითვის განსაზღვრული შეკითხვების რაოდენობა  6-დან 18-მდეა. ძირითადი შეკითხვები კი ამა თუ იმ საწარმოს ბიზნეს განვითარებას, ბოლო წლებში მოზიდულ ფინანსურ რესურსებს,  საფინანსო რესურების ძირითად წყაროებს, რეკლამებისთვის გაწეულ ხარჯებს და ტრენინგის შესაძლო საჭიროებას უკავშირდება. ასევე, ერთ-ერთ შეკითხვას წარმოადგენს უახლოეს სამ წელიწადში რა მოლოდინები აქვთ ბიზესში.
ანკეტაში სადაც კითხვარებია ჩამოთვლილი, ასევე მითითებულია, რომ ბიზნესობიექტების წარმომადგენლებს უფლება აქვთ მისთვის კომერციული და პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადონ.
ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნული კვლევის ჩატარება  26 მარტიდან დაიწყეს.
კვლევას ქუთაისის მერიის საბინაო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, ტერიტორიული მართვის ერთეულების წარმომადგენლები ახორციელებენ.
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი ამბობს, რომ მათი მიზანია ქალაქში არსებული ბიზნეს საწაროების პრობლემების შესწავლა მათივე ხელშეწყობის მიზნით.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწყებული კვლევის შედეგები დაახლოებით ორ თვეში გახდება ცნობილი.
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 20 ჰექტარი
ტყის დაკანონების შესახებ კანონი 22 მაისს მიიღო. ცვლილების მიხედვით,
ეკლესია-მონასტრების გარშემო ტყის მასივი, რომელიც საპატრიარქოს
მიჩენის ფორმით ჰქონდა გადაცემული, ახლა მისი დაკანონების უფლებას
აძლევს.
13:48 / 24.05.2020
პარლამენტმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 20 ჰექტარი ტყის დაკანონების შესახებ კანონი 22 მაისს მიიღო. ცვლილების მიხედვით, ეკლესია-მონასტრების გარშემო ტყის მასივი, რომელიც საპატრიარქოს მიჩენის ფორმით ჰქონდა გადაცემული, ახლა მისი დაკანონების უფლებას აძლევს.
ქუთაისში გ. ტაბიძის ქუჩაზე
მდებარე ციხის ყოფილი შენობა ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად
გამოიტანა.
 
14:13 / 29.11.2019

ქუთაისში გ. ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ციხის ყოფილი შენობა ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად გამოიტანა.

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.