ქუთაისის აეროპორტიდან ხარკოვის მიმართულებით ავიარეისები კვრაში ორჯერ შესრულდება
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს ავიაკომპანია "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები" ხარკოვი- ქუთაისი- ხარკოვის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს.

მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა" და "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, 19 დეკემბრიდან მგზავრებს ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ- ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ.
ავიაბილეთის ერთი გზის საფასური 60 აშშ დოლარი, ხოლო ორი გზის 130 აშშ დოლარიდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ვებ-გვერდზე (www.flyuia.com) შეეძლებათ.
ხარკოვის მიმართულებით 2013-2014 წლებში ავიარეისებს ავიაკომპანია "ვიზეარ უკრაინა" ახორციელებდა და ამ პერიოდში აღნიშნულ მარშრუტზე 34 813 მგზავრი იქნა გადაყვანილი. რეისები ავიაკომპანია "ვიზეარ უკრაინამ" ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო გააუქმა.

interpressnews.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი -
3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური
მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).
12:22 / 23.01.2023
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი - 3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.