"იძულებით" შესასრულებელი რეგლამენტი და პური გაძვირების ზღვარზე - რას ავალდებულებს მთავრობა პურის საწარმოებს
FaceBook
2016 წლის პირველი იანვრიდან პური მაღაზიებში შეფუთვისა და ეტიკეტირების გარეშე აღარ გაიყიდება. პურის მწარმოებელს აღნიშნული ვალდებულება მთავრობის მიერ მიღებული პურის რეგლამენტის თანახმად დაეკისრა.

ქუთაისში რამდენიმე ათეული პურის საწარმოა. რამდენად მისაღებია მათთვის მთავრობის მიერ მიღებული რეგლამენტი და რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება - ამ მიზნით "ქუთაისიპოსტმა" ქუთაისში მოქმედ რამდენიმე საწარმოს მიაკითხა.

ქალაქში მოქმედი პურის დიდი და პატარა საწარმოების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ რეგლამენტის ამოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელი ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით, იძულებული იქნებიან დაიცვან განსაზღვრული წესები. რეგლემენტის "იძულებით" შესრულებას კი, პურის ფასის მომატების ხარჯზე გეგმავენ.

ქუთაისში, ე.წ. ბალახვნის დასახლებაში მდებარე შპს "კოლხა" უკვე 54 წელია პურის წარმოებით არის დაკავებული. აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციაში აღნიშნული რეგლამენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

"ამის შესახებ პირველად მესმის თქვენგან", - აღნიშნავს ორგანიზაციის დირექტორი ავთანდილ იოსელიანი.

ე.წ. ბატონი, ტყუპი და რუხი პური - ეს სახეობები "კოლხაში" დღეში 2000-მდე ცალი ცხვება. ამათგან მხოლოდ რუხი პური არის შეფუთული, დანარჩენი შეუფუთავია. საწარმოში ირწმუნებიან, ყველანაირი პურის შეფუთვა შეუძლებლია.

საწარმოს დირექტორი ამბობს, რომ პურისთვის შეფუთვა დიდად სასარგებელო არ არის. თუმცა, იმისაც აღნიშნავენ, რომ "სასარგებლო" არც ხელიდან ხელში, ხელიდან მანაქანის სალონში და შემდეგ დახლში გადასული "შიშველი" პურია.

"მართალია, რომ ბევრის ხელში უნდა გაიაროს პურმა რომ მომხარებლამდე მივიდეს. ვიცით რომ ეს არც ისე ჰიგიენურია. მაგრამ, დილით მაღაზიაში პური რომ მიდის, ის ცხელი ხომ უნდა იყოს. ცხელი რანაირად უნდა შეფუთო. მაგრამ თუკი შეფუთავ პურს, ის ცხელი ბუნებრივია, აღარ იქნება", - განმარტავს ავთანდილი იოსელიანი.

რეგლამენტის ამოქმედების შემთხვევაში იოსელიანი ირწმუნება, რომ იძულებული გახდება კანონშესაბამისად მოიქცეს. თუმცა ამბობს, რომ ზემოთ აღნიშნული ვალდებულება პურის ღირებულებას 0.05 თეთრით მაინც გაზრდის.

"ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენით გაძვირებას გამოწვევს ეს ვალდებულება რადგან შესაფუთავ "ცელოფანს" და ქაღალდს ბუნებრივია სხვადასხვა ფასი აქვს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რითი იქნება პური შეფუთული", - განმარტავენ პურის საწარმოში.

ანალოგიურად, პურის გაძვირებაზე საუბრობენ ქუთაისში მოქმედ კიდევ ერთ პურის საწარმო შპს "ალატში". აღნიშნული საწარმოში, რომელიც 8 წელის მუშაობს სამი სახის პური შეუთული აქვთ, ამდენივე არის შეუფუთავი. შპს "ალატის" დირექტორი კონსტანინე შენგელია ამბობს, რომ დღეში საშუაოდ 10-დან 12 ცალი ტომარა ფქვილის პურს აცხობენ. "ალატი" ქუთაისის მაღაზიების გარდა პურით რეგიონებსაც ამარაგებს.

შენგელია განმარტავს, რომ პურის ბიზნესი მომგებიანი არ არის. რის გამოც, აღნიშნული რეგლამენტი, როგორც საწარმოს ასევე, მომხრაბელსაც დააზარელებს.

"ერთის მხრივ, საწარმო იძულებული გახდება პურზე ფასი მოუმატოს რადგან შეფუთვა თავისთავად ხარჯია და მეორეს მხრივ, პურის გაძვირება მომხმარებელზეც აისახება. თუმცა, თუკი იქნება ვალდებულება და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ჯარიმა, ამას ჯობია თავისთავად რეგლამენტი იქნას დაცული საწარმოების მხრიდან", - განმარტავს შენგელია.

ტყუპები, გვირილა, დაჭრილი პური, ლაზური და შავი პური - ეს იმ პურების ჩამონათვალია, რომელსაც შპს "ალატი" მომხმარებელს სთავაზობს. აქედან, დაჭრილი და შავი პური შეფუთულია. შეფუთულ პურებს ეტიკეტებიც აქვთ.

დიდი საწარმოებისგან განსხვავებით, პატარა საწრმოები, პურის რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, პურის გაძვირებასთან ერთად, პატარა საწარმოების დახურვის საშიშროებაზეც საუბრობენ.

ინდ.მეწარმე მერაბი გვამბელაძე რამდენიმე თვეა ქუთაისში ლაზურ პურს აცხობს.

"ჩემი არის პატარა საწარმო, სადაც მხოლოდ ერთ ან ორ ცალ პურს ვაცხობ დღეში. ლაზურ პურზე ვმუშაობ და ეს სახეობის პური არ იფუთება", - ამბობს ინდ.მეწარმე. მისი თქმით, საწარმო ვერ გაუძლებს შეუთვისა და ეტიკეტირებისთვის საჭირო ხარჯებს, რის გამოც, მისივე თქმით, ადვილი შესაძლებელია საცხობი დახუროს.

პურის საწარმოების წარმომადგენლებისგან გასხვავებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ირწმუნება, რომ მთავრობის მიერ მიღებული პურის ტექნიკური რეგლამენტი პურის გაძვირებას არ გამოიწვევს.  ამის შესახებ დანელიამ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტრევიუში ისაუბრა.


ამავე თემაზე:


როგორ ხდება პურის შეტანა და რეალიზაცია ქუთაისის ბაზრებში (ფოტო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი -
3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური
მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).
12:22 / 23.01.2023
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი - 3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.