საქართველოდან ყველაზე მეტი ღვინო რუსეთში გადის
FaceBook
საქართველოდან ღვინის საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზე რუსეთია.
ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


მათივე ცნობით, 2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ. ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 145 მლნ. აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია. 19%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:
პოლონეთი - 29% (3638057),
ჩინეთი - 9% (3373517),
ლატვია - 4% (1119219),
ლიეტუვა - 56% (675510),
აშშ - 26% (700696),
გერმანია - 23% (553852)
დიდი ბრიტანეთი - 73% (435 264).

მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

კანადა - 132% (235888),
შვედეთი - 65% (69280),
ჩეხეთი - 646% (112236),
საფრანგეთი - 31% (50416),
ყაზახეთი - 37% (2552200),
ისრაელი - 52% (304827),
აზერბაიჯანი - 21% (158411),
თურქეთი - 156% (77226),
უკრაინა - 16% (7366327),
რუსეთი - 17% (39474016),
მონღოლეთი - 316% (306690), ბელარუსი - 13% (2062327) და ა.შ.


საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 368-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 22 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 40,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).

ექსპორტირებულია 570 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 115% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 91% შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 234 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით,
ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ
12.8%  შეადგინა.
11:45 / 17.09.2021
2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8%  შეადგინა.
პარლამენტმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 20 ჰექტარი
ტყის დაკანონების შესახებ კანონი 22 მაისს მიიღო. ცვლილების მიხედვით,
ეკლესია-მონასტრების გარშემო ტყის მასივი, რომელიც საპატრიარქოს
მიჩენის ფორმით ჰქონდა გადაცემული, ახლა მისი დაკანონების უფლებას
აძლევს.
13:48 / 24.05.2020
პარლამენტმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 20 ჰექტარი ტყის დაკანონების შესახებ კანონი 22 მაისს მიიღო. ცვლილების მიხედვით, ეკლესია-მონასტრების გარშემო ტყის მასივი, რომელიც საპატრიარქოს მიჩენის ფორმით ჰქონდა გადაცემული, ახლა მისი დაკანონების უფლებას აძლევს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.