ქუთაისის განვითარების გენერალური გეგმის შედგენა მომავალ წლამდე არ მოხდება
FaceBook
"რაღაცა ნაწილი შესრულდება წელს, რაღაცა ნაწილის განხორციელება დაიწყება მომავალი წლიდან".


ქუთაისის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება  მომავალ წლამდე არ მოხდება. მიმდინარე წელს კი, გენერალური გეგმისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული 100 000 ლარი, 28 ოქტომბრის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილების თანახმად, სხვა პროგრამების განსახორციელებლად გადაიტანეს.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის ივლისში მემორანდუმი გააფორმა ორგანიზაციასთან (USD) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში. მემორანდუმის მიხედვით, დონორი ორგანიზცია მერიას ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე კონსულტაციებს და მათ შორის, ფინანსურ მხარდაჭერას, სხვდასხვა საკითხებზე გაუწევს.

"უბრალოდ, ამ საკითხების განსახორციელებლად გაიწერა გრაფიკი. რაღაცა ნაწილი შესრულდება წელს, რაღაცა ნაწილის განხორციელება დაიწყება მომავალი წლიდან. იმის გამო, რომ დონორი ორგანიზაცია ამ პროქტებს ახორციელებს ჩვენს გარდა, კიდევ ორ ქალაქში (ფოთი და ახალციხე) ვერ ამოვვარდებოდით საერთო კონტექსტიდან ამის გამო, გაიწერა ერთიანი გეგმა. დონორს ურჩევნია ერთი და იგივე აქტივობა ქალაქებში პარალელურად განახორციელოს, ამიტომაც მოხდა გენერალური გეგმის მომავალი წლისთვის გადატანა", - განმარტავს პაატა კლდიაშვილი.

მისი თქმით, წელს მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება პროგრამული ბიუჯეტის დახვეწა და  ასევე, შპს-ების ეფექტური მართვა.  


Print