მიწა, რომელიც „ბიგ სერვისმა“ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობისთვის 1 ლარად იყიდა, 68 მილიონ ლარზე მეტი ღირს
FaceBook

ქუთაისში, 1 001 522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც შპს „ბიგ სერვისმა“ სახელმწიფოსგან, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდა,

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 68 მილიონ ლარზე მეტი ღირს- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

ინფორმაცია, 1 ლარად, ვალდებულებებით, პრივატიზებული ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ , „ინტერპრესნიუსმა“ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს, 25 მაისს, ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N41-ში არსებული 1001522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცა შპს „ბიგ სერვისი“-ს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, აღნიშნული უძრავი ქონების 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება დაყოფამდე, საორიენტაციოდ შეადგენდა 68.13 ლარს. ანუ ჯამურად 1 ლარად გაყიდული მიწის საბაზრო ღირებულება 68 233 693 ლარია.


უძრავი ქონების საპრივატიზაციო პირობების თანახმად, კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში, ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო უნდა შექმნას და წარმოება უზრუნველყოს, რის შემდეგაც კომპანიას ევალება არაუმეტეს 18 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 5000 ერთეული ელექტრომობილის წარმოება და არაუმეტეს 1 წლის ვადაში, საწარმოში, 300 ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 18 თვის ვადით.

ცნობისთვის, ქუთაისში ქარხნის გახსნას ჩინური ავტომწარმოებელი Changan-ი აპირებს, ბაზარზე ქართული წარმოების ელექტრომობილები კი 2020 წლიდან გამოჩნდება.

ჩინური კომპანია Changan-ი საქართველოში კომპანია Aigroup-თან პარტნიორობით შემოდის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, Aigroup-ის იურიდიული სახელია შპს “ბიგ სერვისი”. კომპანია საქართველოში 2005 წელს დარეგისტრირდა, მისი მეწილეები არიან: დიმიტრი აბდუშელიშვილი - 25%, რუსეთის მოქალაქე ანდრეი პაუკ - 20%, ასევე რუსეთის მოქალაქე თეიუბ კაფაროვ -10%, უზბეკი ასათულა იკრამოვ - 12.5%, უზბეკი თემურ ალიმოვ - 10%, უზბეკი უმარ ალიმოვ - 10%, უზბეკი რახმათილა იკრამოვ - 12.5%.

წყარო: ipn.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი -
3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური
მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).
12:22 / 23.01.2023
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი - 3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.