ადამიანის უფლებები
EMC: ცვლილებები იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ეფექტურ რეაგირებას ვერ უზრუნველყოფს
FaceBook
საკანონდებლო ცვლილებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს კანონდებლობით განსაზღვრული წესი დაუყონებლივ მიიღოს.





მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი , რომელიც შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შექმნას ისახავს მიზნად.

აღნიშნული ცვლილების თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციებს დაემატა შრომის პირობების შემოწმება იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით.

კანონმა ასევე დაადგინა მთავრობის ვალდებულება, 2016 წლის 1 იანვრამდე მიეღო აღნიშნული სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი. თუმცა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ეს წესი ამ დრომდე არ მიუღია.

საკანონდებლო ცვლილებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს კანონდებლობით განსაზღვრული წესი დაუყონებლივ მიიღოს.

"მიღებული ცვლილება, განსხვავებით მოქმედი პრაქტიკისგან, გამონაკლისის სახით, უფლებას აძლევს შრომის ინსპექციას კერძო სუბიექტის თანხმობის გარეშე შევიდეს საწარმოში იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ინსპექტირებისათვის. შემოთავაზებული ცვლილებები იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ეფექტურ რეაგირებას ვერ უზრუნველყოფს. მიუხედავად ასეთი უფლებამოსილების განსაზღვრისა, EMC- მ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება შეაფასა, როგორც ნაკლებ ეფექტური ნაბიჯი, ვინაიდან, ის არ გვთავაზობს "შრომითი ექსპლუატაციის" ცნების განმარტებას და ვერ ქმნის ქმედით მექანიზმებს შრომითი ექსპლუატაციის დამკვიდრებული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად", - აცხადებენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში.
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იუსტიციის სამინიტროს დაქვემდებარებულმა სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტომ ქუთაისში მცხოვრები ერაყელი
სტუდენტის ოჯახის წევრები (მეუღლე და 4 წლის შვილი) ქვეყნისთვის საშიშ
პირებად მიიჩნია
09:30 / 17.05.2017

იუსტიციის სამინიტროს დაქვემდებარებულმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტის ოჯახის წევრები (მეუღლე და 4 წლის შვილი) ქვეყნისთვის საშიშ პირებად მიიჩნია

სამოქალაქო პლატფორმა
14:49 / 03.02.2016
სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ კანონპროექტს ეხმაურება და აღნიშნულის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
„ადამიანის უფლებათა კვირეულის" ფარგლებში ქუთაისში ქართული ფილმის „სანამ მამა დაბრუნდება“ ჩვენება მოეწყო.
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს'' თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქართულ ოცნებას 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში ხალხის იძულებით წაყვანაში ადანაშაულებს.
27 დეკემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართება. ქუთაისი ოპერის თეატრი დაარსებიდან  50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია  დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე დაასახელეს.
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები სრულდება.
7 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრში მსახიობ ევა ხუტუნაშვილის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სოლიდარობა გამოუცხადეს.
10 დეკემბერს, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსახლეობას შეხვდებიან.