პოლიტიკა
პროფკავშირი: „შახტა უნდა დაიხუროს და დასაქმებულებს დაენოშნოს იძულებითი მოცდენის კომპენსაცია“
FaceBook
„ტყიბულის 25-ვე შახტა უნდა დაიხუროს და ადგილობრივ დასაქმებულებს დაენიშნოთ იძულებითი მოცდენისა და დროებითი უმუშევრობის კომპენსაცია", - აღნიშნავს რკინიგზელთა ახალი პროფკაშირის წარმომადგენელი ილია ლეჟავა.

ილია ლეჟავას თქმით, უნდა დაიწყოს მოსახლეობისთვის ალტერნატიული დასაქმების წყაროების მოძიება. ან ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა შახტებს, დაინერგოს უმაღლესი, ევროპული დონის უსაფრთხოების სისტემა და მოხდეს შახტების რეაბილიტაცია და მხოლოდ ამის შემდგომ განახლდეს მუშაობა.

პროფკავშირების წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრის განცხადებას შეეხო, რომელიც მინდელის შახტის დახურვას, სრულფასოვან გამოძიებას და შახტში დასაქმებულებისთვის კონპენსაციების გაცემას ეხებოდა.

"გადაწყვეტილება, რომელიც დღეს პრემიერ -მინისტრმა გააჟღერა, იყო პროფკავშირების უპირობო მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში და კარგია თუ ამ ნაბიჯამდე როგორც იქნა ხელისუფლება მივიდა! მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასაქმებულებს დაენიშნოს კონპესაცია დროებითი მოცდენის გამო. სხვა გამოსავალი დღეს არ არსებობს და ეს ნაბიჯი სახელმწიფოს და კომპანიას წლების წინ უნდა გადაედგა სამწუხაროდ არც ამ ხელისუფლებას და არც ამ კომპანიას, არ აქვს რესურსი არსებული მძიმე სიტუაცია ადეკვატურად შეაფასოს და გადაჭრას პრობლემა.

პროფკავშირების ცნობით, მიმდინარე წლის 5 აპრილს მოხმდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგაც დროებით დაიხურა მინდელის შახტა, თუმცა იძულებითი მოცდენისთვის კომპენსაცია მეშახტეებზე არ გაცემულა. დაღუპულების ოჯახებზე ერთჯერადად გაიცა 10 ათასი ლარი თითო ოჯახზე.

6 აპრილის შემთხვევა ამ დრომდე არ გამოძიებულა. 

"სწორედ ამიტომ, პრემიერის დღევანდელი ინიციატივა, ის რასაც ამ დრომდე ასე პრინციპულად ვითხოვდით ერთადერთი გამოსავალია", - აღნიშნა ილია ლეჟავამ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა დაიღუპა, ხოლო 6-მდე ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ტყიბულში, შახტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.


ამავე თემაზე: 

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე
დღეს გავა.
11:30 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
11:00 / 16.04.2024
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.