ბოლო ერთი კვირის განმავლობაში,
საქართველოში კორონავირუსის 10 253 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
NCDC-ის მონაცემებით, ბოლო ერთ
კვირაში გარდაიცვალა 5 ადამიანი და გამოჯანმრთელდა - 7 508. სულ
ჩატარდა 74 245 ტესტი.
კორონავირუსის სტატისტიკას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვირაში ერთხელ
აქვეყნებს.
მასალის გამოყენების პირობები