ახალი ამბები
გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო ე.წ. „წითელი სიიდან“ ამოიღო
FaceBook
გაერთიანებულმა სამეფომ 47 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მოგზაურობასთან დაკავშირებული ე.წ. „წითელი სიიდან“ ამოიღო.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბრიდან აღნიშნული 47 ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეებისთვის საკარანტინო სასტუმროში იზოლაციის გავლა საჭირო აღარ იქნება და მათ მხოლოდ პისიარ ტესტის პასუხს მოსთხოვენ. ტესტი ქვეყანაში ჩასვლის დღეს, ან მაქსიმუმ ორი დღის წინ უნდა გაიკეთონ.

გაერთიანებული სამეფოს „წითელ სიაში“ ამ დროისთვის 7 ქვეყანა რჩება.

შეზღუდვების გადახედვა ყოველ სამ კვირაში ერთხელ ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი განახლება 28 ოქტომბერს განხორციელდება.

ცნობისათვის, 4 ოქტომბრიდან გაერთიანებულმა სამეფომ მოგზაურობასთან დაკავშირებული ე.წ. შუქნიშნების სისტემა გააუქმა და ახლა ქვეყნები მხოლოდ ორ კატეგორიად : „წითელ“ და „დანარჩენ მსოფლიოდ“ არიან დაყოფილები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგებაძე მას თავს დაესხა.
11:26 / 10.05.2026
გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგებაძე მას თავს დაესხა.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ
სამხედრო კონფლიქტად მიიჩნევა, რომელმაც მილიონობით ადამიანის
სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეცვალა.
14:04 / 09.05.2026
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ სამხედრო კონფლიქტად მიიჩნევა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეცვალა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.