ახალი ამბები
ქუთაისში ოპოზიციურმა პარტიებმა მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა გააპროტესტეს
FaceBook
Ქუთაისში, ოპოზიციური პარტიიების წარმომადგელებმა დღეს ამოქმედებული სატრანსპორტო კოვიდშეზღუდვა გააპროტესტეს.
"Ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გიგა შუაშანია მერს მოუწოდებს თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ჯიპებით გაჭირვებულ მოქალაქეებს მოემსახურონ, რომლებსაც გადაადგილების საშუალება არ აქვთ.

ის ამბობს, რომ მაშინ როდესაც პანდემიის ფონზე, ვირუსისგან დღეში 50-მდე ადამიანი კვდება, მერიის სარესტორნო ხარჯებიც უცვლელი რჩება.

"კეთილი ინებოს ქალაქის მერმა და იმ ჯიპებით, რომლითაც თვითონ მოძრაობენ იმ ადამიანების გადაადგილება უზრუნველყონ, ვინც ვაქცინაზე ვერ მიდიან", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ასევე გააპროტესტა "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გოგი წულაიამ. ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის  ნაცვლად, ტრანსპორტში მგზავრების ნაკადი  გააკონტროლონ. 

"დაამატონ ბატონო დამატებით ტრანსპორტი და გააკონტროლონ მგზავრებს უკეთიათ თუ არა პირბადე.  პრემიერი, რომ  იძახის ლოქდაუნი არ იქნებაო და აბა ეს არ არის?!  ადამიანებს რომ გაადადგილების პრობლემა აქვთ და ორი კაპიკის გამომუშავების საშუალება არ აქვთ ჩაკეტვაა აბა რა ჯანდაბა არის", - აცხადებს წულაია. 

დღეიდან 4 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი კოვიდვითარების გამო აკრძალულია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.