კორონავირუსი
იმერეთში პისიარ ტესტის გაყალბების გამო ორი პირი დააკავეს
FaceBook
იმერეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს, მათ შორის ერთი დააკავეს.
უწყების ცნობით იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაუმზადეს და გადასცეს ახალი კორონავირუსის პისიარ ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი ცნობის დამზადებისათვის გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა.გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით'',- განმარტავენ უწყებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში
კორონავირუსის კიდევ 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5087
კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 39
პაციენტი.
10:55 / 26.01.2022
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5087 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში
კორონავირუსის კიდევ 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 550 
კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 31
პაციენტი.
10:51 / 24.01.2022
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 550  კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.