ახალი ამბები
"შესაძლოა, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდეს"
FaceBook
თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების იგივე ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება,
საუბარი მიდის იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს.

„ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს. 7500-მდე საწოლი იქნება მობილიზებული მიმდინარე 2-3 დღის განმავლობაში.

ყველდღიურად ემატება საწოლების რაოდენობა. ჯერჯერობით საწოლების დატვირთვა და პაციენტების მოთავსება გაწერების ხარჯზე ხდება. ამის რესურსი არსებობს, საწოლბრუნვა იძლევა იმის საშუალებას, რომ მძიმე პაციენტი ჰოსპიტალს მიღმა არ დარჩეს.

დღესაც „ნიუ ვიჟენში“ შევისწავლეთ მდგომარეობა. რა თქმა უნდა, დატვირთული სიტუაციაა მაგრამ არა ისეთი, რომ რომელიმე პაციენტს მიღებაზე უარი უთხრან. ჯერ ამის მმართვა ხერხდება.

თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების იგივე ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება, მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია“, - აღნიშნავს გაბუნია.

კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში გადავალთ საველე ჰოსპიტლებზე, გაბუნია განმარტავს, რომ დღეს „ამაზე საუბარი ძალიან რთულია“.

„8000 არის ჩვენი მაქსიმუმი. საწოლფონდის ის რაოდენობაა, რაც შეგვიძლია გამოვყოთ ჰოსპიტალური სექტორიდან. ამას კიდევ დაემატება სასტუმროების რაოდენობაც. დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია, წინასწარ ვარაუდის დონეზე იქნება, მაგრამ მომდევნო დღე ამის სურათს აქტიურად წარმოაჩენს“,- აღნიშნავს გაბუნია.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.