კორონავირუსი
ვაქცინის დაჯავშნის პორტალს „ფაიზერის“ ახალი დოზები დაემატა
FaceBook
ვაქცინაციის დასაჯავშის პორტალს ,,ფაიზერის'' ახალი 900-ზე მეტი დოზა დაემატა.
ფაიზერის ვაქცინი პორტალზე გუშინ განულდა, დღეს დილით კი ახალი დოზები დაამატეს, ამ ეტაპზე ხელმისაწდომია 502 დოზა ფაიზერი.

"ფაიზერით" ვაქცინაციაზე სხვადასხვა მიზეზით, ჯერ კიდევ ორი დღის წინ 5 ათასამდე ჯავშანი გაუქმდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, მათ შორის ჯავშანი არ დაუდასტურდათ პირებს ე.წ. ბუსტერ დოზაზე რეგისტრირების მცდელობისთვის. ასევე, იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით არ უწევდათ აცრის გაკეთება, თუმცა მათაც შეიყვანეს მონაცემები ბაზაში.


საქართველოში შემოტანიდან ზუსტად 4 დღეში "ფაიზერის" ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო.

მოქალაქეებს "ფაიზერის" ვაქცინით აცრა იმერეთში, თბილისში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და  სამეგრელო-ზემო სვანეთში შეუძლიათ. ვაქცინაცია სულ 37 სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება.
პროცესში 120-მდე ბრიგადაა ჩართული.

"ფაიზერზე" რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის მქონე პირებს შეუძლიათ. ჯავშნის მიღება შესაძლებელია მათთვისაც, ვინც კორონავირუსი რეგისტრაციამდე 30 დღით ადრე გადაიტანა.

24 ივლისს საქართველოში აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" 500 000 დოზა შემოვიდა. აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქვეყანაში "ფაიზერის" მორიგ პარტიას ელოდებიან.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 4 100
ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 397 პაციენტი, გარდაიცვალა 67
ადამიანი.
10:59 / 03.12.2021
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 4 100 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 397 პაციენტი, გარდაიცვალა 67 ადამიანი.
2 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 197 838
კოვიდსაწინააღმდეგო  აცრა.
15:02 / 02.12.2021
2 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 197 838 კოვიდსაწინააღმდეგო  აცრა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.