ახალი ამბები
ივნის-ივლისში სავარაუდოდ ნახევარი მლნ დოზა "სინოფარმი" შემოვა - ამირან გამყრელიძე
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ივნის-ივლისში საქართველოში კიდევ ნახევარი მილიონი დოზა "სინოფარმის" ვაქცინა შემოვა.
გამყრელიძემ საკითხზე "რუსთავი 2"- ის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდეა მისული.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და თითქმის ბოლომდეა მისული. დიდი ალბათობით, ნახევარი მლნ დოზა "სინოფარმის" ვაქცინა ივნის-ივლისში, ორ პარტიად უნდა შემოვიდეს ქვეყანაში. გარდა ამისა, წითელმა ჯვარმა "სინოფარმის" 100 ათასი დოზა გვაჩუქა და ვფიქრობთ, ის მაისში უნდა შემოვიდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, მეორე ჩინური ვაქცინა "სინოვაკის" ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.