კორონავირუსი
მთავრობა სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეღავათების დაწესებას გეგმავს
FaceBook
განიხილება სხვადასხვა შეღავათის დაწესება იმ პირებისთვის, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება, თუმცა სისტემა მზადაა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი და მთავრობა სრულად მართავს პროცესს. საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვას უსაფრთხოების დადგენილი წესები“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირას, ვაქცინაციაში ჩაერთვებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ასევე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. „მწვანე პასპორტების“ შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.

დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 312 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 294 252, გარდაიცვალა 4 163 პაციენტი.


Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 409 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
11:35 / 12.05.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 409 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
45 წელს ზემოთ მოქალაქეები „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის
რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ.
09:34 / 12.05.2021
45 წელს ზემოთ მოქალაქეები „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.