ახალი ამბები
სასაფლაოებზე დაწესებული რეგულაციის დარღვევის გამო მოქალაქე 2000 ლარით დაჯარიმდება
FaceBook
სასაფლაოებზე მოქალაქეთა დაშვების აკრძალვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება.

აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  მაღაროელების სააპელაციო
საქმის განხილვა დაიწყო. 
15:34 / 06.05.2026
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  მაღაროელების სააპელაციო საქმის განხილვა დაიწყო. 
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ გელოვანი ნატალია
თურქაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 20 მაისს გამოაცხადებს.
13:46 / 06.05.2026
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ გელოვანი ნატალია თურქაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 20 მაისს გამოაცხადებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.