კორონავირუსი
"ასტრაზენეკას" ვაქცინით მხოლოდ 55 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს აცრიან
FaceBook
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გრძელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ

იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიამ ევროპის წამლის სააგენტოს მიერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ევროპის მარეგულირებელი "ასტრაზენეკას" თრომბის შესაძლო გამომწვევ კავშირზე მიუთითებს.

„დღეს ვიმსჯელეთ და გაწეულია რეკომენდაცია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, მათ შორის ექიმებისთვის. ასაკობრივი ჯგუფის შემდგომი გაფართოება ამ ეტაპისთვის არ იგეგმება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს ალტერნატიული ვაქცინების დანერგვაზე, მათ შორის „სინოფარმის“ დანერგვაზე, რათა ჯანმოს ავტორიზაციის მიღებისთანავე ვაქცინა საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებითი დოზები კვლავ შემოვა.
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების
311 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
11:15 / 14.06.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 311 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
09:59 / 14.06.2021
"სინოვაკის" ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია, როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე დღეიდან, 14 ივნისიდან განახლდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.