ახალი ამბები
საქართველო ,,ფაიზერის'' ერთი მილიონი დოზას კიდევ მიიღებს
FaceBook
საქართველო  "ფაიზერის'' ვაქცინის ერთ მილიონ დოზას მიიღებს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე, მათგან ელოდებიან დასტურს, რა განრიგით იქნება შემოთავაზებული დოზების მოწოდება.


ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სხვა მწარმოებლებთანაც.

,,ფაიზერთან" და სხვა მწარმოებლებთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია.

"ფაიზერთან" მიმართებით საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა ერთ მილიონ დოზაზე, თუმცა, ამ ეტაპზე, მათგან ველოდებით დასტურს როგორ, რა ფორმატით მოგვაწვდიან და რა განრიგი იქნება შემოთავაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე", - განმაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან მიირეს შენიშვნა ვაქცინების განსხხვავებაზე.

"ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებს ვასხვავებთ. არანაირად არ არის მათგან ეს საკითხი მისასალმებელი, რადგან მსოფლიოში ყველგან, ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება, ისინი უბრალოდ მიდიან, იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ მას სახელისა და მწარმოებლის მიხედვით, ვინაიდან ჩათვლილია, რომ ყველა ვაქცინას აქვს ერთნაირად მაღალი ეფექტურობა, ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მათი მიდგომა", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ ეტაპზე საქართველოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაა, ,,ასტრაზენეკა'' და ფაიზერი''. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინური ვაქცინის ,,სინოფარმის'' შემოტანაზეც.

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ასტრაზენეკას" პირველი პარტიის 43 200 დოზა საქართველომ 13 მარტს, ხოლო "ფაიზერის'' 29 500 დოზა 25 მარტს მიიღო. მომავალი კვირიდან სახელმწიფო ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმის" 100 000 დოზას ელოდება.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ხოლო 25 მარტიდან, 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (15 22). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მსურველებს "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება აქვთ.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.