ახალი ამბები
"მომავალი კვირიდან ჩინეთიდან ვაქცინის 100 000 დოზას ველოდებით"- ეკატერინე ტიკარაძე
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს მთავრობა ჩინეთიდან "სინოფარმის" ვაქცინას ელოდება.

საუბარია ვაქცინის 100 000 დოზაზე. მინისტრის თქმით, ვაქცინა აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ, თუმცა, ჯერ ის არ არის აღიარებული  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

"100 000 დოზა იქნება ჩამოტანილი. შესაბამისად,  შემდეგ ჩვენ გვექნება ჩინური ვაქცინა, რომელიც აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერ. ჩვენ გავდივართ ჯანმოსთან კონსულტაციებს, თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებაში. დაველოდებით  თუ დაგვრთავენ ისინი ნებას, უნგრეთის მსგავსად განვაგრძოთ ქვეყანაში ვაქცინაცია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მან ასევე ისაუბრა ამცრელთა ჯგუფების სამუშაო საათების გაზრდაზე, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს აცრისთვის რეგისტრაცია.

დღესვე, ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ვაქცინაციის პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ასტრაზენეკას" პირველი პარტიის 43 200 დოზა  საქართველომ 13 მარტს, ხოლო "ფაიზერის'' 29 500 დოზა 25 მარტს  მიიღო.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ხოლო 25 მარტიდან,  65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

"ფაიზერის" ვაქცინით აცრა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი.

ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (15 22). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მსურველებს "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება აქვთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ვაქცინა
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.