ახალი ამბები
,, Pfizer-ის შემდეგ, შესაძლოა, ადგილობრივი გართულება ჰქონდეთ მათ, ვინც ხშირად იყენებს ფილერს'' - ამირან გამყრელიძე
FaceBook
Pfizer-ის ვაქცინამ შესაძლოა, გამოიწვიოს ადგილობრივი გართულება მათში, ვინც ხშირად იყენებს ფილერს.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, Pfizer-ის ვაქცინის ჩეკ ლისტში არის 12 კითხვა. დადებითი პასუხისას ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება იყო მომატებული რისკი და პაციენტს იმ პერიოდში არ აცრის.

,,Pfizer-ს ბოლოს დაემატა კითხვა, ეს ჩვენ ავიღეთ CDC-ს გაიდლაინიდან. Pfizer-ს ახასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური, არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს, ფილერებს. ვისაც ფილერები აქვს ხშირად ნახმარი, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს შემდეგ მკურნალობას",- განამცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ფაიზერის'' ვაქცინა საქართველომ დღეს გამთენიისას 29 500 ცალი მიიღო, დოზები იქნება გამოყენებული 14 ათასი ადამიანისთვის.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ, თუმცა, ვაქცინის გაკეთების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით მედდის გარდაცვალების შემდეგ, სამედიცინო პერსონალის ნაწილმა "ასტრაზენეკას" გაკეთებაზე უარი თქვა. ბოლო მონაცემებით, 10 დღეში ამ ვაქცინით 4048 მედიკოსია აცრილი.

ვაქცინაციის პროცესში დღეიდან, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვებიან. "ფაიზერის" ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში. აცრა სულ შვიდ კლინიკაში ჩატარდება.

ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (15 22). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მსურველებს "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება ექნებათ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.