ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრი დღეს საჩხერეში ჩავა
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს საჩხერის კლინიკაში სამედიცინო პერსონალს შეხვდება.

მინისტრის ვიზიტი, ვაქცინაციის პროცესში მედიკოსების დაბალ აქტივობას უკავშირდება, რაზეც უარყოფითად იმოქმედა ხუთი დღის წინ "ასტრაზენკას" ვაქცინით 27 წლის მედდის გარდაცვალებამ.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იგი სამედიცინო პერსონალს სხვა რეგიონებშიც შეხვდება.

"ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებას და ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ შეხვედრებს ჩვენს კოლეგებთან.  იმერეთის რეგიონი და   საჩხერის კლინიკა  იქნება პირველი, სადაც განვახორციელებ ჩემს ვიზიტს", - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე ისაუბრა იმუნიზაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფების ჩართვაზე და განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე არსებული "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეეძლებათ. მედპერსონალი კი, რომელიც ვაქცინაციის პროცესში განსაკუთრებული რიგის კომპონენტით სარგებლობდა, 25 რიცხვიდან ამის შესაძლებლობა აღარ ექნება.

"ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ 65 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა.  ჩვენ ვიცით, რომ  ეს ასაკობრივი ჯგუფები არიან ყველაზე მოწყვლადები, რომლებისთვისაც კოვიდ ინფექცია არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში, ამიტომ, ჩვენ  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა", - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ასტრაზენეკას" პირველი პარტიის 43 200 დოზა  13 მარტს შემოვიდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.