ახალი ამბები
სწავლის განახლებიდან ერთ კვირაში, ქუთაისში დისტანციურ სწავლას ასეულობით მოსწავლე დაუბრუნდა
FaceBook
ერთი კვირის წინ, ქუთაისში,  საკლასო ოთახებში დაბრუნებულ ასეულობით მოსწავლეს კვლავ დისტანციურ სწავლაზე გადასვლა მოუწია.

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების  გამო, თვითიზოლაციაში გადასულია ქალაქის 12 სკოლის 15 ჯგუფი.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მაია ცქიტიშვილის თქმით, მოსწავლეები კლასებში დაბრუნებას მაქსიმუმ ორ კვირაში, მინიმუმ კი 10 დღეში  შეძლებენ.

"არსებული რეკომენდაციის მიხედვით, სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ 10 დღიანი იზოლაციის დასრულების შემდეგაც დაუბრუნდნენ პროცესს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქისრების გამო, დისტანციურ სწავლას დაუბრუნდნენ სამხედრო ლიცეუმის პირველი საფეხურის მოსწავლეებიც.

15 თებერვალს, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, ქუთაისში  საკლასო ოთახებში სწავლა 26 785 მოსწავლემ განაახლა.

ქალაქში სულ 38 საჯარო სკოლაა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე
რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად,
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
12:14 / 20.07.2026

იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში
დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური
გაანადგურა.
12:04 / 18.07.2026

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.