ახალი ამბები
შსს-მ ბოლო 24 საათში, რეგულაციების დარღვევისთვის 424 ადამიანი დააჯარიმა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 424 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 96 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გასული 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 328 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.

განმეორებითი ჯარიმა კი, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.


Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს ქუთაისის
ცენტრალურ მოედანზე გაათევენ.


ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც დილით პოლიციამ
გუმათჰესთან, სადაც აქტივისტების ერთადერთი დარჩენილი კარავია გაშლილი
რკინის ბარიკადები აღმართა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ,
პროტესტი არ შეწყდება და ის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს
მიიღებს.

დღესვე აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა
თქვა, რომ პროტესტმა მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას და მოუწოდა
ადამიანებს თავიანთ ქალაქებში მოაწყონ აქციები და მოახდინონ თავიანთი
საპროტესტო სივრცეების ბლოკირება.


ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქტივისტებმა
გუმათჰესიდან გადმოინაცვლეს, რადგან აქტივისტების ნაწილს, რომლებიც
ქუთაისიდან გუმათისკენ მიემართებოდნენ, პოლიციამ გზა გადაუკეტა.


ამის შემდეგ, აქტივისტების ნაწილი, რომლებიც
გუმათში იმყოფებოდნენ, ქუთაისში ჩამოვიდნენ.


აქციის მონაწილეები დილით ისევ რიონის ხეობისკენ
დაიძრებიან. ხეობის მცხოვრებლები უკვე 171-ე დღეა უწყვეტად
აპროტესტებენ 433მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას.
20:21 / 14.04.2021
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათევენ.


ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც დილით პოლიციამ გუმათჰესთან, სადაც აქტივისტების ერთადერთი დარჩენილი კარავია გაშლილი რკინის ბარიკადები აღმართა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტი არ შეწყდება და ის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს.

დღესვე აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ პროტესტმა მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას და მოუწოდა ადამიანებს თავიანთ ქალაქებში მოაწყონ აქციები და მოახდინონ თავიანთი საპროტესტო სივრცეების ბლოკირება.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქტივისტებმა გუმათჰესიდან გადმოინაცვლეს, რადგან აქტივისტების ნაწილს, რომლებიც ქუთაისიდან გუმათისკენ მიემართებოდნენ, პოლიციამ გზა გადაუკეტა.

ამის შემდეგ, აქტივისტების ნაწილი, რომლებიც გუმათში იმყოფებოდნენ, ქუთაისში ჩამოვიდნენ.

აქციის მონაწილეები დილით ისევ რიონის ხეობისკენ დაიძრებიან. ხეობის მცხოვრებლები უკვე 171-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ 433მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას.
ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით,
ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან  აქციის დროს დაკავებულ ათივე
აქტივისტს გაათავისუფლებენ.
17:58 / 14.04.2021
ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან  აქციის დროს დაკავებულ ათივე აქტივისტს გაათავისუფლებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.