ახალი ამბები
მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა 28 თებერვლიდან დაიწყება
FaceBook
პანდემიის მეორე ტალღის დროს სამსახურის გარეშე დარჩენილები მიზნობრივ სოციალურ დახმარებას 28 თებერვლიდან მიიღებენ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დახმარების მისაღებად განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

"მოგეხსენებათ, რომ უკვე დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ეპიდემიის მეორე ტალღის დროს. განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე ,  ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1 200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი",
- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უკვე ატვირთულია 45 ათასი განაცხადი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.