ახალი ამბები
4 იანვარი: საქართველოში კორონავირუსით კიდევ 594 ადამიანი დაინფიცირდა
FaceBook
4 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 3 845 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 2 199 ანტიგენის და 1 646  პისიარ ტესტით.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, გარდაიცვალა 25.

ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი  -  226, აჭარა - 64, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 20, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 229 763-ს შეადგენს.სულ გამოჯანმრთელდა  222 405 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 2 628 პირი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების
ოდენობა გაიზრდება.
15:49 / 19.11.2025
2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დასავლეთ საქართველოს
საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფო
სახსრების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი
ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი
დააკავეს.
14:21 / 19.11.2025
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.