ახალი ამბები
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში 2021 წლის თებერვალ-მარტში შემოვა
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში 2021 წლის თებერვალ-მარტში შემოვა. ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ კოვაქს პლატფორმასთან თანამშრომლობის ფარგლებში 16 მლნ ლარი უკვე გადარიცხა.

"სექტემბერში სამინისტროს მიერ კოვაქს პლატფორმასთან გაფორმდა ორმხრივი ვალდებულების ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის და ვაქცინების გლობალურ ალიანსს შორის შეთანხმებას ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვაში დახმარების თაობაზე.

შეთანხმებულია მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციისთვის საჭირო ოდენობის მოწოდება მომდევნო წლის თებერვალ-მარტში, რისთვისაც ქვეყანამ უკვე გადარიცხა 16 მლნ ლარი და შედეგად, მივიღებთ ვაქცინის შერჩევის და დროულად მიღების უფლებას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, კოვიდ-ვაქცინის დანერგვის პროცესში სათანადო კოორდინაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია უწყებათშორისი კომიტეტი, რომელიც აერთიანებს სამთავრობო სტრუქტურებს, დონორ ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს.

"კომიტეტი განიხილავს ვაქცინის დანერგვის ყველა ასპექტს და უზრუნველყოფს ვაქცინაციის შეუფერხებელ განხორციელებას", - განაცხადა ტიკარაძემ.

მთავრობას უკვე შეკვეთილი აქვს 700 000 დოზა ვაქცინა, რისთვისაც 4 მილიონი  ლარი  დაიხარჯა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
განათლების სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო
საშუალებების გამოყენების ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც,
სასწავლო პროცესის განმავლობაში მოსწავლეებისთვის მობილური
ტელეფონებისა და „ჭკვიანი“ საათების გამოყენება ფაქტობრივად
აიკრძალება.
18:23 / 05.06.2026
განათლების სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, სასწავლო პროცესის განმავლობაში მოსწავლეებისთვის მობილური ტელეფონებისა და „ჭკვიანი“ საათების გამოყენება ფაქტობრივად აიკრძალება.
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „აჭარის
ტელევიზიიდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
20:31 / 03.06.2026
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „აჭარის ტელევიზიიდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.