ახალი ამბები
"სხეულზე მრავლობითი დაზიანება ქონდა" - გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი გამოძიებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, კოვიდკლინიკა "ბომონდში" გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი  გარდაცვალების მიზეზის დადგენას ითხოვს. 
გარდაცვლილი სამტერდიის მკვიდრი  36 წლის  კობა ჩახუნაშვილია. მამაკაცის მშობლების თქმით, მათი შვილი ალკოჰოლს მოიხმარდა, რის გამოც  9 დეკემბერს ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნილი ცენტრის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა 11 დეკემბერს აცნობეს, რომ მამაკაცი ხონში კლინიკაში გადაყვადათ, რადგან მდგომარეობა დამძიმდა.

"მეუღლე რომ შევიდა სანახავად სხეულზე ქონდა მრავლობითი დაზიანება, მოვითხოვთ  საქმის გამოძიებას", - ამბობს გარდაცვლილი მამკაცის დედა. 

ამის შემდეგ კი, "ბომოდში" გადაიყვანეს, სადაც 13 დეკემბერს გარდაიცვალა.


ოჯახის თქმით, კობა ჩახუნაშვილს სხეულსა და სახეზე მრავლობითი დაზიანება ქონდა და მათთვის უცნობია, როგორ მიიღო გარდაცვლილმა დაზიანება.

ვარაუდობენ, რომ მას დაზიანება ნარკოლოგიურში მიაყენეს. ამიტომ საქმის დროულ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. ბრალდებას არ ეთანხმებიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ პაციენტი მათთან არ გარდაცვლილა.

რაც შეეხება ოფოციალურ დიაგნოზს კლინიკა ბომონდის ინფორმაციით პაციენტს კოორნავირუსი ქონდა. ოჯახში კი ამ ინფორკაციას არ ადასტურებენ და აცხაებენ, რომ ანალიზმა კორონავირუსი არ აჩვრნა.

ხონში მდებარე "ევექსის" კლინიკიდან "კლინიკა ბომონდში" 36 წლის პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში დაახლოებით ერთი კვირის წინ გადმოიყვანეს. პაციენტი იყო კოვიდდადებითი და მდგომარეობის გათვალისწინებით, მაშინვე მოხდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. 

"პაციენტი იყო კოვიდდადებითი და მდგომარეობის გათვალისწინებით, მაშინვე მოხდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. მალევე დაფიქსირდა პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე", -  აცხადებენ  "ბომონდში". 

ფატქზე გამოზიება დაიწყო, უწყებაში აცხადებენ რომ ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომელიც მიცვალებულს ჩაუტარდა. 




ხონში მდებარე “ევექსის” კლინიკიდან “კლინიკა ბომონდში” 36 წლის პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში დაახლოებით ერთი კვირის წინ გადმოიყვანეს. პაციენტი იყო კოვიდდადებითი და მდგომარეობის გათვალისწინებით, მაშინვე მოხდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. მალევე დაფიქსირდა პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე.
Print