ახალი ამბები
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის "რემდესივირის" საცდელი პარტიაა შეძენილი
FaceBook
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველომ, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის "რემდესივირის" საცდელი პარტია, 4000 ფლაკონი შეიძინა.

მისი თქმით, მკურნალობის კურსისთვის 6 ფლაკონი მედიკამენტია საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძენილი პარტია მხოლოდ 660 პაციენტისთვის იქნება საკმარისი.

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ მედიკამენტი დაენიშნებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებიც ჟანგბადდამოკიდებულები არიან.

"შემუშავებული გვაქვს პროტოკოლი, როგორ უნდა დაინიშნოს "რემდესივირი". ეს ყველას არ დაენიშნება, ეს არის მსოფლიოს მთვარი ინსტიტუციების ბოლო რეკომენდაციები. "რემდესივირი" უნდა დაენიშნოს იმ პაციენტს, რომელიც არის ჟანგბადდამოკიდებული და არის ჰოსპიტალში. ანუ მათ სჭირდებათ ჟანგბადის მიწოდება. იმ პაციენტებს, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება არ სჭირდებათ, მსუბუქები ან საშუალოები არიან, მათ "რემდესივირი" არ დაენიშნებათ. ასევე, ეს მედიკამენტი არ დაენიშნებათ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს, რომლებიც ინტუბაციაზე არიან, რეანიმაციულ განყოფილებაში მექანიკურ ვინტილაციაზე. ეს გვაქვს პროტოკოლში კრიტერიუმები. გარდა ამისა, ჩვენს პროტოკოლში იქნება ჩაწერილი რომ "რემდესივირი" უფრო ეფექტურია იმ პაციენტებში, რომელთანაც კოვიდის ხანგრძლივობა არ აღემატება დაწყებიდან 12 დღეს ანუ მე-12 დღემდეა ეფექტური", - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, პაციენტებისთვის "რემდესივირის" გაცემას სპეციალური კომისია გადაწყვეტს. კოვიდ19-ით ინფიცირებულებისთვის მედიკამენტი საქართველოში სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს ჩამოვა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.