იმერეთში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
11:00 / 13.12.2020
იმერეთში ბოლო
24 საათში კორონავირუსის
362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ მონაცემებით რეგიონი კოვიდინფქციის გავრცელების მესამე ადგილზეა
ქვეყნის მასშტაბით.
რეგიონში ინფიცირების მიმდინარე
აქტიური შემთხვევა 215 არის, ხოლო მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე
იმყოფება 55 ადამიანი.
იმერეთში საკარანტინე სივრცეებში 17
პაციენტია განთავსებული.
ქვეყანაში ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში იმყოფება 50 777 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19
769 პირი, აჭარაში - 9 190, იმერეთში - 6 167.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2
720 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ
გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში
დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის მინისტრის
ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის
ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის
ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები