ახალი ამბები
მოიხსნება თუ არა შეზღუდვები საახალწლოდ
FaceBook
წინასაახალწლოდ, ხელაღებით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, რომ გაიხსნას ყველაფერი და ის, რაც "შავ პარასკევს" მოხდა მსგავსი განვითარდეს, ზუსტად წინასაახალწლოდ გვექნება დიდი პიკი,
- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაახალწლოდ გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტლება სააკოორდინაციო საბჭომ ანალიზის საფუძველზე უნდა მიიღოს.

„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, როგორი გვექნება მომავალი, გავაანალიზოთ, როგორი გვექნება კიდევ ერთი კვირა და იმის მიხედვით საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს ბალანსირებული გადაწყვეტილება. უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად. თუ გავხსნით და უნდა გაიხსნას წინასაახალწლოდ გარკვეული რაღაცები, შემსუბუქება უნდა იყოს, მაშინ ყველა პრევენციული ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული და აღსრულებული. ხელაღებით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, რომ გაიხსნას ყველაფერი და ის, რაც "შავ პარასკევს" მოხდა მსგავსი განვითარდეს, ზუსტად წინასაახალწლოდ გვექნება დიდი პიკი. ამიტომ თუ რამეს ჩვენ ამ ორ კვირაში მივაღწევთ და რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები ოდნავ ჩანს, ის წყალში არ უნდა გადავყაროთ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად", - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 178 953-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა 3 045 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 148 332-მდე გაიზარდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.