ახალი ამბები
300 ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო - ვიდეოინსტრუქცია რეგისტრაციისთვის
FaceBook
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო იმის შესახებ, თუ რა პროცედურების მეშვეობით უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდ eservices.rs.ge-ზე.
თავად რეგისტრაციისთვის კი საჭიროა, რომ მომხმარებელი Internet Explorer-ის ბრაუზერს იყენებდეს, ხოლო მის კომპიუტერს ვიდეოთვალი გააჩნდეს. ამ ორი წინაპირობის დაკმაყოფილების გარეშე მოქალაქე სისტემაში დისტანციურად რეგისტრაციას ვერ შეძლებს. 300-ლარიანი კომპენსაციის მიღებისთვის განაცხადის გაკეთების ვადა 24 დეკემბერს იწურება.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პირველადი რეგისტრაციისას ვიდეოზარის საშუალებით აქტივაცია შესაძლებელია მხოლოდ Internet Explorer-ის საშუალებით,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

კომპენსაციების მიღების განაცხადებს ამ სისტემაში თავად ავსებენ ინდივიდუალური მეწარმეები; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები; ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკური პირები და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები. რაც შეეხებათ დაქირავებით დასაქმებულებსა და არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის განცხადების ფორმას, ავსებენ დამქირავებლები ან ობიექტის მფლობელები. შესაბამისად, კომპენსაციების ბენეფიციართა მნიშვნელოვანი ნაწილი განაცხადს თავად არ ავსებს.


შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული ვიდეოინსტრუქცია რეგისტრაციისთვის:





ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მიღების უფლება აქვთ:


• ინდივიდუალურ მეწარმეებს;
• მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს;
• ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს;
• მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს.

“თუ ისინი 2020 წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განმარტებაში.

განაცხადების რეგისტრაცია 3 დეკემბერს დაიწყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.