კორონავირუსი
"ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა"
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა.
გამყრელიძის განცხადებით, ამ საკითხზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ რეინფექცია გვქონდა, არ არის. გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი კვლევა და ამავე დროს, მიმდინარეობს ე.წ სეკვენირება, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს და ეს ტექნოლოგიები აქვს მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას ჩვენს ქვეყანაში. რომ დავადასტურო, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატიული კვლევის, თუ სხვა არგუმენტის, რომელიც არის", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რეინფიცირების სავარაუდო შემთხვევები ძირითადად ის პაციენტები არიან, რომლებსაც გაზაფხულზე ჰქონდათ კორონავირუსი.

"ეს იყო ძირითადად გაზაფხულის შემთხვევები და ახლა ნოემბერში განმეორებით. ახლა ვიკვლევთ პირველად ნიმუშებს, ნამდვილად იყო თუ არა, სადმე ხომ არ მოხდა შეცდომა და ა.შ. ეს არ არის მარტივი, რომ დაადასტურო, გაქვს თუ არა ქვეყანაში რეინფირიცირება", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით, საერთაშორისო დონეზე ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა, დასჭირდებათ თუ არა იმ ადამიანებს ვაქცინაცია, რომლებმაც უკვე გადაიტანეს ვირუსი.

"არის ხალხი, ვინც ემხრობა იმ მიმართულებას, რომ ისინი არ უნდა აიცრან, მაგრამ არის ხალხი, რომლებიც მიუთითებენ, რომ როდესაც მასობრივი იმუნიზაცია მიმდინარეობს, იმ დროს გარჩევა, ვინ გადაიტანა და ვინ არა, რთულია", - განაცხადა გამყრელიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში
კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
14:00 / 09.03.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
იმერეთის რეგიონში, გასული 24
საათის განმავლობაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა
დადასტურდა.
11:09 / 09.03.2021
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.