კორონავირუსი
ნათია თურნავა: სამედიცინო ჟანგბადის მომარაგების კუთხით არანაირი დეფიციტი არ შეიქმნება
FaceBook
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობასა და მარაგების შევსებაში,
- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის მეორე ტალღის დროს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება პრაქტიკულად სამჯერ გაიზარდა.

"კერძოდ, დღეში 80 ტონას აჭარბებს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება, რაც სამჯერ და მეტად აღემატება იმ მაჩვენებელს, რაც ჩვეულებრივ დროს გვქონდა, პანდემიის დაწყებამდე. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ შეიქმნას დეფიციტი და მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანადაცვის სექტორი, რომ არანაირი პრობლემა ჟანგბადის მომარაგების კუთხით არ შეიქმნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ თურქეთში ჟანგბადის 10 ახალი, დიდი სიმძლავრის გენერატორი შეიძინა და თითო დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს.

"აქედან, 2 დანადგარი უკვე ჩამოვიდა და რუხის კლინიკაში დამონტაჟდა. დეკემბრის შუა რიცხვებში კიდევ 6 დანადგარს ველოდებით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.













Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ხვალიდან, რესტორნები მუშაობას 23:00 საათზე აღარ
დაასრულებენ, თუმცა, სარესტორნო ბიზნესისთვის ეს შეღავათი სულაც არ
არის, რადგან ასევე ხვალიდან ამოქმედდება ე.წ მწვანე პასპორტი, რაც
მათ მომხმარებელთა წრეს ამცირებს.
15:00 / 30.11.2021
ხვალიდან, რესტორნები მუშაობას 23:00 საათზე აღარ დაასრულებენ, თუმცა, სარესტორნო ბიზნესისთვის ეს შეღავათი სულაც არ არის, რადგან ასევე ხვალიდან ამოქმედდება ე.წ მწვანე პასპორტი, რაც მათ მომხმარებელთა წრეს ამცირებს.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში
კორონავირუსი 5050 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4214
პაციენტი, გარდაიცვალა 80 ადამიანი.
10:34 / 30.11.2021
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 5050 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4214 პაციენტი, გარდაიცვალა 80 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.