იმერეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
11:20 / 29.11.2020
ერთი კვირის განმავლობაში
იმერეთში კორონავირუსს სამი ექიმი ემსხვერპლა.
დღეს , წყალტუბოში რაიონული საავადმყოფოს ექიმი დათო წულაია
გარდაიცვალა. ის კარდიოლოგი იყო და მას ვირუსი მძიმე ფორმით
ჰქონდა.
იგი ის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.
მედიკოსს დადასტურებულ კოვიდინფექციასთან ერთად, თანმდევი დაავადებები
ჰქონდა.
საქართველოში ბოლო 24 საათში
35 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 132,368 შემთხვევაა
დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 110,049-ს შეადგენს.
გარდაიცვალა 1,230 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2,033 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ
6,373 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3,946 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის მინისტრის
ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის
ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის
ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები