ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში
კორონავირუსი 102 წლის ბებომ დაამარცხა.
ხანდაზმული მოხუცთა თავშესაფრიდან კლინიკაში ორი კვირის წინ
შეიყვანეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცი
თავს კარგად გრძნობს და ის კლინიკიდან 14 ნოემბერს გაეწერება. ამ
დროისთვის, კლინიკაში 77 ინფიცირებული პაცირნტი მკურნალობს,აქედან 2
კრიტიკულად მძიმეა.
იმერეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 513 შემთხვევა
გამოვლინდა.
ვირუსით
ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს
დადასტურდა.
კარანტინის
რეჟიმშია 2506 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4918
ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3311 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ
გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის
11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი
გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის
დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
21
იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის
გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიასა და ჟიული შარტავას ქუჩების კვეთაში
მდებარე სკვერი, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
დასასვენებელი სივრცეა, მოუვლელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები