კორონავირუსი
ქუთაისის საოლქო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი შეადგინა
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ  31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები შეადგინა.

ოქმზე ხელი არ მოაწერა კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლმა. მან  სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ოქმში, შედეგებთან დაკავშირებით განსახვავებული აზრი დააფიქსირა ,,პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა.

ქუთაისის საოლქო კომისიაში, 31 ოქტომბრის კენჭისყრასთან დაკავშირებით 44 საჩივარი შევიდა. აქედან, კომისიამ მხოლოდ ერთი  დააკმაყოფილა სრულად, ორი ნაწილობრივ, 15 კი არ დააკმაყოფილა.  განუხილველად დატოვა 17 საჩივარი.

საოლქო კომისიას საპროტესტო აქციის ფონზე მოუწია 5 ნოემბრის სხდომის ჩატარება, სადაც #102 უბნის ბიულეტენები განმეორებით დაითვალეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდათ. კომისიამ სხდომის დაწყება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც რამდენიმე აქტივისტი საოლქოს შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მიღებულ მანდატებზე უარს ამბობენ. მათი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შედეგები გააყალბა.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება. გაუნაწილებელი მანდატები კი თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება.
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში
კორონავირუსის 202 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
11:00 / 26.01.2021
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 202 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ევროკავშირმა შესაძლოა,
კორონავირუსის ვაქცინის ექსპორტის წესები
გაამკაცროს.
10:01 / 26.01.2021
ევროკავშირმა შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინის ექსპორტის წესები გაამკაცროს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.