საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 2075 პაციენტი
გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 16904-ს შეადგენს.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში საქართველოში
კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად,
35567-მდე გაიზარდა ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი.
გარდაიცვალა კიდევ 20 პაციენტი. ვირუსს სულ ქვეყანაში 273 ადამიანი
ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები