იმერეთში კორონავირუსის 335 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
13:01 / 22.10.2020
იმერეთის მუნიციპალიტეტში გასული
დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 335 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ
განაცხადა.
უცნობია, კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმერეთის რომელ
მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.სულ საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა
დადასტურებული.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 398 პაციენტი,
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის
ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის
ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 იანვარამდე დასავლეთ
საქართველოში შედარებით თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება,
ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი
და ნისლი აღინიშნოს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები