კორონავირუსი
კლინიკაში კოვიდინფექციით გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით "ბომონდი" განცხადებას ავრცელებს
FaceBook
ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" კოვიდინფექციით გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით კლინიკა განცხადებას აკეთებს.

"60 წლამდე ასაკის ქალბატონი აფხაზეთიდან კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში 19 სექტემბერს დადასტურებული კოვიდ 19-ით, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

პაციენტს თან ახლდა თანმდევი დაავადებები: ცტ -ზე დიფუზური დაზიანება, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ფორმის სატუცია ჟანგბადის გარეშე. მალევე დაეწყო ვაზოპრესორული და ინოოტროპული მხარდაჭერა და გადავიდა მართვით სუნთქვაზე.

კლინიკის მედპერსონალის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გამოყენებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადასარჩენად, თუმცა პაციენტის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა," - აცხადებენ "კლინიკა ბომონდში".

ამ დროისათვის კლინიკის სტაციონარში მკურნალობის კურსს 82 პაციენტი  გადის. მათ შორის არიან ბავშვები, ორსულები და მელოგინეები. უახლოეს დღეებში კლინიკაში ელოდებიან რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას.




Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
საქართველოში ყოველდღიურად იზრდება
კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა.
18:40 / 27.11.2020
საქართველოში ყოველდღიურად იზრდება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა.
ქუთაისის მერს სოსო ხახალეიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
18:00 / 27.11.2020
ქუთაისის მერს სოსო ხახალეიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.