კორონავირუსი
"მეტი ტურისტი ერს" – აქცია ქუთაისში
FaceBook
ტურისტული სექტორის წარმომადგენლები მწვანე ზონის ქვეყნებთან რეგულარული ავიარეისების აღდგენას და ქვეყანაში საკარანტინე ზონების გაუქმებას ითხოვენ.

" მეტის ტურისტი ერს", " მწავნე ზონა მერე...", – ეს  და სხვა მოთხოვნები გააჟღერეს ქუთაისში გიდებმა მესხიშვილის თეატრის წინ. 

აქციის მონაწილეებმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვეს 1 ოქტომბერს დაანონსებული ფრენების გამო.

,,ეს არ არის რეგულარული ფრენები. ეს არის საჩვენებელოი ფრენები, რომელსაც არანაირი შედეგის მოტანა არ შეუძლია. ეს იმისთვისაა, რომ აჩვენონ ვითომ აღდგა ფრენები. თუ შესაძლებელი იყო ერთი რეისის შესრულება, მაშინ რატომ ამბობდა ეკონომიკის მინისტრი, რომ ვიზეარი ითხოვდა 10 რეისს? ანუ მისი ნათქვამი აღმოჩნდა სიცრუე. ტურისტულ სექტორს მის მიმართ ნდობა დაკარგული აქვს. ჩვენ ვითხოვთ, აღდგეს რეგულარული ფრენები ქვეყნებთან, რომლებიც შესული არიან მწვანე ზონის ქვეყანათა სიაში", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე  გიდი ლაშა ბერეკაშვილი.

აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ საკანატრინე სივრცეების გაუქმება აუცილებელია, რადაგან მათ ფუნქციონირებაში დიდი თანხები იხარჯება, რომელიც აკლდება ტურისტულ სექტორს.

,,ქვეყანაში არ უნდა იყოს საკარანტინო რეჟიმი. საქართველოს მოქალაქეები არ უნდა იყვნენ დისკრიმნაციოულ პირობებში და უნდა მოიხსნას საკარანტინო შეზღუდვები მათთვის. ორკვირიანი კარანტინის მაგივრად ჩაუტარდეთ პისიარ ტესტები."

კორონავირუსის გამო ქვეყანაში რამდენიმე თვეა საკანატინე სივრცეები მოქმედებს, სადაც უცხეთიდან საქართველოსი შემოსულ საქართველოს მოქალაქეები ორკვირიანი შემოწმების ქვეშ რჩებიან.

პანდემის გამო, ფრენების შეჩერება და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საავიაციო ბაზრიდან გასვლა კი ტურისტულ სექტორში ჩართული ბიზნესებისთვის დამატებითი ზიანის მომტანი აღმოჩნდა. სექტორი 8 თვეზე მეტია შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

1 ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენები გაიხსნება
- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ავტორი: ანა ჯიქია


Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის
განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი
დადასტურებული შემთხვევა,
13:57 / 28.11.2020
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა,
ქუთაისში კორონავირუსით ერთი
ექიმი გარდაიცვალა.
12:34 / 28.11.2020

ქუთაისში კორონავირუსით ერთი ექიმი გარდაიცვალა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.