ქუთაისის საავადმყოფოებში
კოვიდინფექციით 70 პაციენტი მკურნალობს.
ისინი ქალაქის სამ კლინიკაში არიან გადანაწილებული. იმერეთის
გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, ქალაქის მასშტაბით სულ 300
საწოლია და ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატების შემთხვევაში,
პრობლემა არ შეიქმნება. თუმცა,კლინიკაში უკვე მოთავსებულიპაციენტების გამოჯანმრთელებამდე
ახლების მიღებაზე უარი თქვა "ლჯ კო" - მ, სადაც ამ
დროისთვის 18 პაციენტი მკურნალობს.
30 პაციენტია მოთავსებული კლინიკა "ბომონდში", ხოლო დანარჩენები
კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ.
ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. ყველა მათგანი ე.წ. 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს
უკავშირდება.
საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა
"უცხოა ჩემთვის ციხეც და სასამართლოც. არ მეგონა, ამხელა უსამართლობა
თუ ხდებოდა. არავის სჭირდება სიმართლის დანახვა. ვიდეომტკიცებულება
რომ აჩვენო მოსამართლეს ისეთი, სადაც აშკარაა, რომ დამნაშავე არ ხარ,
თვალებს დახუჭავს და არ დაინახავს"
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები